|
2016-09-12 16:40:03, 731 ნახვა
პოლიტიკა
ვახუშტი მენაბდე: თუ პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს მივიღებთ სისტემას, სადაც ძალთა ბალანსი აღარ იქნება
დღეს პრეზიდენტს რამდენიმე პოლიტიკური ინსტრუმენტი გააჩნია, რომლითაც მას პარლამენტისა და მთავრობის დაბალანსება შეუძლია. თუ ჩვენ პრეზიდენტის არჩევასაც პარლამენტს მივანდობთ გამოვა, რომ მმართველი გუნდის შემკავაბელი ბერკეტები თეორიულადაც აღარ იარსებებს. ვინაიდან, პარლამენტიც, მთავრობაც და პრეზიდენტიც ერთი გუნდის წარმომადგენლები იქნებიან - ძალთა ბალანსი აღარ გვექნება, - ასე გამოეხმაურა ვახუშტი მენაბდე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას. „ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რა კონტექსტშიც ვიმყოფებით. ჩვენი გამოცდილება არის მუდმივად ძალაუფლების კონცეტრაციის პრობლემა და ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რაც ძალაუფლების კონცენტრაციას შეამცირებს. პარლამენტის უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს ირჩევს, რაც აბსოლუტურად გასაგებია. ეს ნიშნავს, რომ საკანომდებლო ხელისუფლება აღმასრულებელ ხელისუფლებას აკომპლექტებს. განსხვავებით წმინდა საპრეზიდენტო მოდელისგან, სადაც პრეზიდენტს ირჩევს ხალხი და ის აღმასრულებელ ხელისუფლებას აკომპლექტებს, ხოლო საკანონმდებლო უწყება მისგან მკაფიოდ გამიჯნულია. ჩვენს დღევადელ ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემაში ხალხი პარლამენტს ირჩევს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებისა და მთავრობის ბირთვს აკომპლექტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფისგან შედგება. ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელში ძალაუფლების ამგვარი გადანაწილება შეუძლებელია. დღეს პრეზიდენტს რამდენიმე პოლიტიკური ინსტრუმენტი გააჩნია, რომლითაც მას პარლამენტისა და მთავრობის დაბალანსება შეუძლია. თუ ჩვენ პრეზიდენტის არჩევასაც პარლამენტს მივანდობთ გამოვა, რომ მმართველი გუნდის შემკავაბელი ბერკეტები თეორიულადაც აღარ იარსებებს. ვინაიდან, პარლამენტიც, მთავრობაც და პრეზიდენტიც ერთი გუნდის წარმომადგენლები იქნებიან - ძალთა ბალანსი აღარ გვექნება. ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ სისტემას მივიღებთ, სადაც ძალაუფლება სრულად ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში იქნება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ, პრეზიდენტის არჩევის წესი არ უნდა შევცვალოთ. თუ ჩვენ რაიმე საკონსტიტუციო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ერთადერთი რაც ჩვენ გვჭირდება არის ძალაუფლების ცენტრების კიდევ უფრო დაშორიშორება და მთავრობის ფორმირებაშ საპარლამენტო უმცირესობის როლის გაძლიერება“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მენაბდე. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში ყველა თანხმდებოდა, რომ პრეზიდენტის საჯარო არჩევა არ უნდა მომხდარიყო: „4 წლის განმავლობაში. ყველანი ვთანხმდებოდით, რომ საჯარო არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, როდესაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს. როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია გვაქვს დღეს, იქ პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებობს, არ უნდა მომხდარიყო საერთო სახალხო არჩევა პრეზიდენტის. ეს რომ უნდა შეცვლილიყო, ამაზე შეთანხმებული ვიყავით. პრეზიდენტისთვის რომ ესიამოვნებინათ, იქნებ ახალი მეგობარი გაჩენილიყო, როგორ გაუპრავეს ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში, პირველი გადახტა უსუფაშვილი და გაუპრავა“.
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)