|
2016-09-12 16:18:31, 722 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო “Samsung Galaxy Note 7”-ის მფლობელებს მოუწოდებს, ფრენის დროს ტელეფონები გამორთონ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო "Samsung Galaxy Note 7"-ის მფლობელებს რეკომენდაციებით მიმართავს. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენზე დაყრდნობით, სააგენტო აპარატების საჰაერო ხომალდით გადატანასთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლის გაჩენის საშიშროების პრევენციისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მგზავრებს მოუწოდებს, ფრენის განმავლობაში აღნიშნული მოდელის აპარატები შეინარჩუნ გამორთულ მდგომარეობაში, მოერიდონ "Samsung Galaxy Note 7" ელემენტის დამუხტვას საჰაერო ხომალდის ბორტზე, არ მოათავსონ აღნიშნული მობილური ტელეფონები რეგისტრირებულ ბარგში და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ეკიპაჟის წევრებს აპარატის შესაძლო დაზიანების, გახურების, აალების, დაკარგვის ან სავარძლებს შორის ჩავარდნის შემთხვევაში. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების მიერ რეკომენდაციების გავრცელების აუცილებლობა განაპირობა კომპანია "Samsung"-ის ოფიციალურმა განცხადებამ, რომლის მიხედვით, „Galaxy Note 7"-ის ელემენტებთან მიმართებაში გამოვლენილი მოჭარბებული საჩივრების გამო, კომპანია იწყებს გაყიდული პროდუქციის გამოთხოვისა და მისი ახალი აპარატებით გამოცვლის პროგრამას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს, საჰაერო ხომალდით მგზავრობისას აუცილებლად გაითვალისწინოთ აღნიშნული რეკომენდაციები. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენი (2016-13 : Fire hazards associated with Samsung Galaxy Note7 devices) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ad.easa.europa.eu/ad/2016-13
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)