18:10 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 13:23:55, 1081 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ივანიშვილი უკვე აზრზე არ არის რას ლაპარაკობს

ჩვენი გვქონდა კონსტიტუციური ცვლილელების ინიციატივა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ განახორციელებდა, როდესაც კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყავდა, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, კოალიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებდა, რადგან მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გააჩნდა.

„ჩვენ ივანიშვილის ბრალდებებს პასუხი აღარ უნდა გავცეთ. ბიძინა ივანიშვილი ცრუობს, აზრზე არ არის რას ლაპარაკობს და ამიტომ მას პასუხი სხვამ უნდა გასცეს. ჩვენი გვქონდა კონსტიტუციური ცვლილელების ინიციატივა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ განახორციელებდა, როდესაც კოალიციას საკონსტიტუციო უმრვლესობა არ ყავდა. ეგ კიარა, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტი ვერ გადმოვიტანეთ. საკონსტიტუციო ცვლილებებთან რა შუაშია უსუფაშვილი და ხმალაძე? ეს არის ყალბი ბრალდება“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველ ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს აკრიტიკებს.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, დავით უსუფაშვილს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო, 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics