|
2016-09-12 13:21:53, 700 ნახვა
საზოგადოება
ივანიშვილი: უნდა გავამკაცროთ კანონები კაზინოების მხრივ, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით
სიამოვნებით ავკრძალავდი აზარტულ თამაშებს, მაგრამ ეს ყველაფერი ეკონომიკაა, - ამის შესახებ საქართველომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, კაზინოს ქვეყნის განვითარებაში თავისი ადგილი აქვს. მისივე თქმით, არასრულწლოვნებზე კანონი უნდა გამკაცრდეს. "მაქვს იდეა, რომ კაზინოებში ადგილობრივებიც არ შეუშვათ. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და კაზიენობის არსებობა ტურისტების დინაბას ხელს უწყობს. ეს ფაქტია, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვუარყობთ. მახსოვს, როცა მქონდა ერდოღანთან პირველი შეხვედრა, მთხოვა იქნებ საქართველოში კაზინოები დაგვეხურა, რადგან თურქეთიდან ჩამოსული ძალიან ბევრი ადამიანი უბედურდება. რა ვქნათ ეს ბიზნესის ერთ-ერთი სახეა და ხალხს ეს მოსწონს. შესაბამისად, უნდა მივხედოთ კანონმდებლობას. არასრულწლოვნებზე კანონები უნდა გამკაცრდეს. უნდა გაკონტროლდეს და დაიხუროს ყველა კაზონი, რომელიც არასრულწლოვანს შეუშვებს. გავამკაცროთ კანონები კაზინოების მხრივ, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით", - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)