|
2016-09-12 13:02:32, 670 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ხახუბია გურიაში ამომრჩეველს შეხვდა
„მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს რას ვუსურვებთ ერთმანეთს?! გამჭრიახი გონება, პოლიტიკური ალღო, ულევი ოპტიმიზმი, გამორჩეული იუმორი, ერთობის შეგრძნება და აზრის თავისუფლება გურულების გენეტიკურ-ისტორიული მონაპოვარია“,-ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ხახუბიამ გურიაში, ურეკის კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩეველს. ჯანდაცვის მოქმედი და დაგეგმილი პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ადამიანის უფლებები და რეგიონისათვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურული გეგმები. ეს არის ის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები რომლებზეც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე ისაუბრეს. ირაკლი ხახუბიამ ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული „Black Sea“-ს მნიშვნელობაზე რეგიონისათვის, იმას თუ რას ნიშნავს სახელმწიფოსათვის, და კონკრეტულად ამ რაიონის მცხოვრებთათვის ამ პროექტის განხორციელება.“ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსათვის გადაცემული გრანდიოზული საკონცერტო სივრცე ადგილზე ტურმიზის ჩქარი ტემპებით განვითარებას უწყობს ხელს“. ადგილზე ამ სეგმენტის გააქტიურება კი ირაკლი ხახუბიას განმარტებით მოსახლეობისათვის ახალი სამუშაო ადგილებითა და დამატებითი შემოსავლებით აისახება. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცრუ დაპირებებისა და კამათის ნაცვლად ამომრჩეველის წინაშე წარდგენილი საარჩევნო პროგრამის, სამოქმედო გეგმის საფუძველზე კონკრეტულ ვალდებულებებს იღებს. „ გურულებს მოვლენების სწორად აღქმა და პროგრესისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება გახასიათებთ. ამიტომაც, ყველა დროში ობიექტურად აფასებდით ფოთს. ფოთში მუდამ იყრიდა თავს გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ამ ქალაქის შესაძლებლობების სჯეროდა და სჯერა. დღესაც, აქ თავშეყრილ საზოგადოებას, ოპტიმიზმი გვაერთიანებს. 8 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ ფოთის მაჟორიტარ კანდიდატს. 8 ოქტომბერს კვლავ სჭირდება ქვეყანას ჩვენი ერთიანობა პრინციპულ საკითხში, რათა კვლავ მივცეთ ხმა თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას, რომელიც ერთად უნდა შევქმნათ საკუთარი შრომით და მონდომებით“ – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ. (NS)
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)