|
2015-03-12 09:46:04, 5351 ნახვა
სპორტი
ღარიბაშვილი: ტელევიზიების უმეტესი ნაწილი ხელს უწყობს წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს რთული ვითარება მხოლოდ ჩვენთანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე მოსახლეობა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთლიანად რეგიონში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც საქართველოზეც გავლენას ახდენს. პრემიერმა ტელევიზები ამჯერადაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი ნაწილი სცდილობს, ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს რთული ვითარება მხოლოდ საქართველოშია. "სამწუხაროდ ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს მთლიანად რეგიონშია.უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთში, ბუნებრივია ჩვენთანაც. ის კიარა, მთელი ევროპა განიცდის დღეს კრიზისს. თურქეთი მინდა აქვე აღვნიშნო. ასე რომ, ჩვენ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. კარგად გვესმის, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი ნაწილი ამას პირიქით ხელს უწყობს, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა და ხალხს არ აუხსნან, თუ რა ხდება რეგიონში და წარმოაჩინონ სიტუაცია, თითქოს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია რთულად ვითარება. რაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი ტყუილი და ამას სჭირდება კარგი ახსნა-განმარტება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)