|
2016-09-12 11:46:41, 532 ნახვა
პოლიტიკა
გოგი მეშველიანი სოფელ ფოლადაურის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობასა და მათი პრობლემების მოსმენას განაგრძობს. ამჯერად,იგი სოფელ ფოლადაურის მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად შეხვდა. გოგი მეშველიანმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „განხორციელებული ცვლილებებითა და პროგრამებით, ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა , რომ ადამიანური, პრაგმატული , თითოეული მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შესაძლებელია. ჩვენ ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ, საფუძველი ჩავუყარეთ წინსვლას. „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. თავისუფლების გარეშე არ არსებობს მდგრადი და განვითარებული ეკონომიკა, არ ჩნდება ინოვაციური იდეები . მხოლოდ თავისუფალი ხალხი აშენებს ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას და ქმნის კეთილდღეობას“,-განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა. (NS)
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)