18:50 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-23 17:38:14, 5488 ნახვა

სხვადასხვა
პატრულმა ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაარჩინა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან ჯაიანმა და ირაკლი აზმაიფარაშვილმა ქალაქ რუსთავში სუიციდის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს და ახალგაზრდა ქალბატონი სიკვდილისგან იხსნეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ რუსთავში ქალბატონი მდინარე მტკვარში გადახტომას აპირებდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სააპტრულო პოლიციის ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ 1976 წელს დაბადებული ქალბატონი უკვე გადამხტარიყო მდინარეში და იხრჩობოდა. ოცეულის მეთაური ლევან ჯაიანი და მისი მეწყვილე ირაკლი აზმაიფარაშვილი არ დაელოდნენ სამაშველო სამსახურის მისვლას, მდინარეში შეცურეს და ქალბატონი წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics