|
2016-09-12 10:01:10, 1178 ნახვა
საზოგადოება
ყურბან-ბაირამის დღესასწაული ბათუმში
მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ყურბან-ბაირამობა რამაზნის მარხვიდან, 70-ე დღეს აღინიშნება და დღესასწაული სამ დღეს გრძელდება. მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის. ყურბან-ბაირამის დღესასწაული ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვში არ აღინიშნება, იგი ყოველ მომდევნო წელს ათი დღით ადრე იწყება. წელს ეს დღესასწაული 12 სექტემბერსაა. მუსულმანთა დღესასწაული ეძღვნება იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის - ისმაილის მსხვერპლად მიტანას. ღმერთისადმი ერთგულების გამო, უზენაესმა იბრაჰიმს მსხვერპლი კრავით შეუცვალა. ბათუმის მეჩეთში შეკრებილ მუსლიმებს დღევანდელი დღე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და საქართველოს მუფთმა მიულოცეს. "მინდა, მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მუსლიმ ძმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული, დღევანდელი დღე. ძალიან დიდი დღესასწაულია. მინდა, ვუსურვო თმენის ვალდებულების კარგად შენახვა. ყველა ამ ყურბანს მიიტანს და თავის მეგობარს, მეზობელს, გაჭირვებულ ადამიანებს მიართმევს და ღმერთმა ყველას შეუწიროს. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს"- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა. საქართველოს მუფთის თქმით, დღევანდელი დღე ურთიერთდახმარების, ურთიერთსიყვარულისა შერიგების დღეა. "პირველ რიგში ყველა მუსლიმს და არა მარტო საქართველოში მცხოვრებს, არამედ საქართველოს ფარგლებ გარეთ ყველა ქართველს და ყველა მუსლიმს მივულოცავ დღევანდელ ძვირფას ყურბან ბაირამის დღესასწაულს. დღევანდელი დღე არის ურთიერთდახმარების, ურთიერთსიყვარულის, შერიგების დღე. დღეს ყველა ჩვენთაგანი მსხვერპლშეწირვის ყურბანს ვზეიმობთ, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო ზეომობს ამ დღესასწაულს და ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ ხვთისწყალობა მიიღოს დღევანდელი დღის მადლით. მინდა, დღევანდელი დღის მადლით დავლოცო ჩვენი ქართველი მორწმუნე, ყველა მუსლიმანი და დავლოცო საქართველო, ჩემი ქვეყანა"-აღნიშნა საქართველოს მუფთმა. ლოცვის შემდეგ მორწმუნეები ყურბანის მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესასრულებლად ემზადებიან. რამდენიმე მუსლიმური ოჯახი პირუტყვს დაკლავს და საქონლის ხორცს თანაბრად გაანაწილებს, რის შემდეგაც თითოეული ოჯახი თავიანთ წილს ნათესავებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგებს. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აჭარის მთავარ მეჩეთში მომლოცველებმა მისვლა დილის 7 საათიდან დაიწყეს. მოგვიანებით მისულ მუსლიმებს მლოცველთა სიმრავლის გამო, ლოცვის შესრულება მეჩეთის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მოუხდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)