2016-09-09 15:11:36, 701 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა
კახა კალაძემ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, კალაძე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ გარკვეული პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან