|
2015-03-11 17:18:27, 313 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა ვართ
„ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა ვართ“,-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონალურ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა ვართ, მსოფლიოში მე-11 ადგილზე და ეს არის ის მიღწევა, რითაც მე და ჩვენი გუნდი ვამაყობთ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების თუ როგორი მთვარობა ჰყავს ქვეყანას. მე მინდა ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება დავუთმოთ , ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი კორუფციის წინაშე. ჩვენ არაერთი მაგალითი გამოვავალინეთ და ეს არ არის სისტემური. მადლობა ღმერთს, რომ ამის ბევრი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, ვინც არ უნდა იყოს ის, არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ყველა პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს იქნება დასჯილი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამწუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება. შეხვედრაში ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობენ. ამასთან, შეხვედრას ესწრებიან განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე იქნება საუბარი.
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)