14:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 21:59:28, 793 ნახვა

საზოგადოება
„ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ, სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს“

ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ, სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განცხადა.

პრემიერის განცხადებით, მშენებლობებს აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი. საუბარია 500 მილიონი ევროს დაფინანსებაზე და ბიუჯეტი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„თბილისში, ულამაზეს ადგილას  საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, ეს ინსტიტუტი გახდება ბაზა ძალიან მნიშვენლოვანი სამეცნიერო კვლევების, ამ ბაზაზე ახალგაზრდები მიიღებენ მნიშვენლოვან განათლებას, ეს დაწესებულება გახდება საქართველოში სრულიად ახალი, ადრონული თერაპიის კერა, რომელიც სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით იმუშავებს. ეს იქნება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ასეთი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიის და ავსტრიის შემდეგ. ამ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად პარალელურად, ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება. ყველაფერს ამას აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის 500 მილიონი ევროს დაფინანსება საწყისი ბიუჯეტის მიხედვით, მაგრამ ეს არ არის სრული ბიუჯეტი და სავარაუდოდ ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს, ეს კვლევითი ინსტიტუტი გახდება ახალი სიტყვა საქართველოში, როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე საგანმანამთლებლო კერა, რომლითაც  როგორც საქართველოს მოქალაქეეები, ასევე რეგიონის მცხორებლები ისარგებლებენ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics