14:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 19:24:23, 740 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო: სახალხო დამცველმა საფუძვლიანად არ შეისწავლა საკითხი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის მიერ N6 დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა საფუძვლიანად არ შეისწავლა კონკრეტული საკითხი და მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე მიმართა.

მათივე განცხადებით, ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია ის თუ როგორ იყენებს გ.ბ. თვითდაზიანებებს საკანში სახალხო დამცველთან შეხვედრამდე.

"სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველმა საფუძვლიანად არ შეისწავლა კონკრეტული საკითხი და მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე მიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ბ-ს მხრიდან შესაძლო პროვოკაციის გამოწვევასთან დაკაშირებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა.

შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გააჩნია არამხოლოდ სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული თარიღის, არამედ მიმდინარე წლის 1-დან 8 სექტემბრამდე პერიოდის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი, რომლის ნახვა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველსაც შეეძლო. რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების არსებობაზეა საუბარი, ჩანაწერში დაფიქსირებულია ისიც, თუ როგორ იყენებს გ.ბ. თვითდაზიანებებს საკანში სახალხო დამცველთან შეხვედრამდე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით. უწყება მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ჩანაწერი. ამასთან, სამინისტრო მიმართავს სახალხო დამცველს ნებისმიერი მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თავადაა დაინტერსებული პენიტენციურ სისტემაში არ ფიქსირდებოდეს თანამშრომელთა მხირდან გადაცდომის, მით უმეტეს, არასათანადო მოყრობის არც ერთი ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics