|
2016-09-08 18:12:22, 771 ნახვა
საზოგადოება
„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გოგა ჩანადირი შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა. სტუმარი ახალგაზრდებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ფოტოხელოვნების შესახებ ესაუბრა. გოგა ჩანადირმა მცირე პრეზენტაციის სახით წარადგინა სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული საუკეთესო ფოტონამუშევრები; ისაუბრა ფოტოხელოვნების მინიმალური სტანდარტებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თან ახლავს მის პროფესიას. შეხვედრის ძირითადი დრო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობას დაეთმო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სამართლის საზაფხულო სკოლა მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. მასში სხვადასხვა რეგიონიდან, 14-18 წლის 26 მოზარდი მონაწილეობს. საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდები ესწრებიან სამართლებრივ ლექცია/სემინარებს, ტრენინგებს არაფორმალური განათლების მიმართულებით; ისმენენ საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანების საჯარო ლექციებს. თეორიული მასალის გარდა, ტარდება გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმების ჩვენება და სხვა. სამართლის საზაფხულო სკოლა 5 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)