14:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 17:37:42, 1024 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში  "ქართული ოცნების" პროპორციული სია უკვე ცნობილია.

სიის პირველი ნომერი აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ნუგზარ სურმანიძე იქნება, რომელიც ამავდროულად მაჟორიტარობის კანდიდატიც არის. მეორე ნომერი იურისტი დავით გაბაიძე, მესამე კი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილია.

სიაში ორი ჟურნალისტია, აჭარის მაუწყებლის დირექტორის პირველი მოადგილე ცოტნე ანანიძე და ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია. სიაშია მე-6, მე-7 ნომრებად ლადო მგალობლიშვილი და დავით ბაციკაძე არიან. 

სიაში არ არის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატები.

ირაკლი ჭიშვილის განმარტებით, არჩილ ხაბაძე პარლამენტის სიაში იქნება.

"ჩვენ შევეცადეთ ახალი სახეები ყოფილიყვნენ. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც პარტიაში თავიდანვე იყვნენ და ჩვენთან ერთად მოდიან. რაც შეეხება ახალ სახეებს, ისინი ბექგრაუნდის და რეპუტაციის მიხედვით შევარჩიეთ", - განაცხადა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics