2017-10-17 09:09:22, 1350 ნახვა
სამართალი
ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა
ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე "ლავას ოღლიმ" საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლავას ოღლი" საქართველოში აღარ იმყოფება.
ე.წ. კანონიერი ქურდის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასჯელი უკვე მოიხადა და სწორედ ეს გახდა, საპატიმრო დაწესებულების დატოვების მიზეზი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“, 2016 წლის 30 იანვარს თბილისის აეროპორტში, მოლდოვიდან დეპორტაციის შემდეგ, დააკავა. საქმეზე გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან