14:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 16:08:15, 610 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია კრინიცა-ზდრუიში რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმს დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნარმანია  სიტყვით   გამოვიდა პანელზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას შეეხებოდა და აღნიშნული მიმართულებით, თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ქვეყანაში გატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა, რის შემდეგაც საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"განსაკუთრებით ხაზი გაესვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩარათულობას და იმ რეფორმას, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის ახალი ფორმები, ის გამოცდილება, რაც ჩვენ თავის დროზე პოლონეთისგან გვაქვს მიღებული, გვყავდა სპეციალური მრჩეველი რეფორმის პროცესში, ახლა კი უკვე თვითმმართველობის სხვა ეტაპების გატარების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და შესაბამისად, ის გამოცდილება რაც აქ არსებობს და საკითხები, რაზე დაყრდნობითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში,"-განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ კი პანელზე - „საქართველო და აზერბაიჯანი - ფანჯარა ევროპაში. თანამშრომლობის გაძლიერების გზები“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესების განვითარებაზე, სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობასა და მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაგეგმვაზე გაამახვილა ყურადღება.
 პანელის მონაწილეების თქმით, ქვეყნები წარმოადგენენ ერთგვარ პორტალს ევროპასა და აზიას შორის და ეს პოტენციალი შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული.

კრინიცაში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-მდე სტუმარი ესწრებოდა. 3 დღის განმავლობაში მონაწილეები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ. ფორუმის პროგრამა სხვადასხვა პანელისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც დებატებსა და პრეზენტაციებს, ასევე, თემატურ ბლოკებს.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმს კრინიცა-ზდრუიში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.
(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics