14:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 15:04:08, 668 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილის რწმენაა, რომ საქართველო აგრესორია და რუსეთი მსხვერპლია

რუსეთი ყველა მეზობლის მიმართ აგრესორია. ის შეიჭრა უკრაინაში, ატერორებდა ბალტიისპირებთს და ა.შ. საუბარი იმაზე, რომ მსხვერპლია დამნაშავე და არა აგრესორი მიუთითებს, რომ ივანიშვილი რუსეთისადმი ანგარიშვალდებულია, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას წიკლაურმა განაცხადა, ევროპამ და ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესეს და ივანიშვილი სწორედ მთელი ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგია, როდესაც საომარ მოქმედებებში საქართველოს ადანაშაულებს.

„ბიძინა ივანიშვილის რწმენაა, რომ საქართველო აგრესორია და რუსეთი მსხვერპლია. ყოფილიყო პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედებებმა 2008 წლის ამბები გამოიწვია. ამავდროულად, უნდა შევხედოთ, რომ რუსეთი ყველა მეზობლის მიმართ აგრესორია. ის შეიჭრა უკრაინაში, ატერორებდა ბალტიისპირებთს და ა.შ. საუბარი იმაზე, რომ მსხვერპლია დამნაშავე და არა აგრესორი მიუთითებს, რომ ივანიშვილი რუსეთისადმი ანგარიშვალდებულია, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდა. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ რუსეთი მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ეწევა. ევროპამ და ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესეს და ივანიშვილი სწორედ მთელი ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგია, როდესაც საომარ მოქმედებებში საქართველოს ადანაშაულებს. ივანიშვილის საქციელი ქვეყნის წინააღმდეგ მიამრთული ქმედებაა“, - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა განცხადა, რომ 2008 წელს მომხდარი მოვლენები სააკაშვილისა და მისი გუნდის უპასუხისმგებლო მოვლენების შემდეგ მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics