|
2016-09-08 12:19:31, 1284 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: ხეზე სურთ აქცენტის გადატანა, თითქოს, ივანიშვილს სხვა საზრუნავი არ გააჩნია
მე ჩვენი ისტორია და კულტურა ძალიან მიყვარს. ვცდილობ, რომ ამ სფეროებს როგორმე დავეხმარო. 500-ზე მეტი კულტურული ძეგლი აღვადგინეთ და ეს არავინ არ იცის. სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ აქცენტის გადატანა, რომ თითქოს, ივანიშვილს მეტი საზრუნავი არ გააჩნია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. „ხეში გონიათ, რომ ნახავენ რაღაცა ისეთს, რომ ჩემში ცუდი აღმოაჩინონ. თუმცა, ვინც საქართველოში ჩემს მოღვაწეობას იცნობს, მე კულტურული ძეგლების აღდგენით დავიწყე. მე საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ხეები განსაკუთრებულად მიყვარს, მე ყველაფერი სწორედ და თანმიმდევრულად მაქვს დალაგებული - განსაკუტრებულად ადამიანები მიყვარს. მე მგონია, რომ ნორმალურია ადამიანი ვარ. ჩემი ქვეყანა მიყვარს. ხეებსაც და ბუნებასაც მიწვდა ჩემი სიყვარული. ეს უნდათ წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს, მხოლოდ ხეებია. მე ჩვენი ისტორია და კულტურა ძალიან მიყვარს. ვცდილობ, რომ ამ სფეროებს როგორმე დავეხმარო. 500-ზე მეტი კულტურული ძეგლი აღვადგინეთ და ეს არავინ არ იცის. სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ აქცენტის გადატანა, რომ თითქოს, ივანიშვილს მეტი საზრუნავი არ გააჩნია“, - აცხადებს ყოფილი პრემიერი. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, სამეგრელოს რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)