13:09 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 11:34:36, 799 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტრიფიცირების პროგრამებზე.

„ჩვენ შრომით შევქმნით საქართველოს მომავალს, მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , და ერთად ვიზრუნოთ გურიის აღმავლობისთვის.თანამიმდევრულად მივდივართ წინ,  მთავარი კი  არის, რომ თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა სოფლებში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, რომ თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს კეთილდღეობა“, -განაცხადა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics