13:09 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 10:49:20, 648 ნახვა

პოლიტიკა
გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, კანდიდატი გეტას, სენების, ძეძვნარიანის, იწრიასა და ტანძიის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.  ადგილობრივებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს  მუნიციპალიტეტში ორწლიანი მუშაობისა და განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს.

თავის მხრივ, გოგი მეშველიანმა მოსახლეობისგან ადგილზე ჯერ კიდევ  არსებული პრობლემები მოისმინა და მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი კი არის ის, რომ მისი საქმიანობა ხორციელდება მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეში. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ჩემი მუშაობის პერიოდში მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის შეუზღუდავი იყო ორმხრივი კომუნიკაცია, რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის ჩართულობას პრიორიტეტების განსაზღვრის, განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შერჩევის პროცესში. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვისმენდით და ვითვალისწინებდით ხალხის აზრს. თუკი მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში ნდობას გამოგვიცხადებს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება და მე ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics