12:01 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 16:34:27, 590 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე უაღრესად დინამიურია

„საქართველო მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებას გააგრძელებს, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განსავითარებლად აქტიურად არის ჩართული.

„ნატო საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე უაღრესად დინამიურია და ალიანსი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლებლობების განსავითარებლად აქტიურადაა ჩაბმული. უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ალიანსთან ერთად ნატო საქართველოს ორი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ - წვრთნისა დ შეფასების ეროვნული ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. ჩვენ მადლობელი ვართ წევრი ქვეყნების მიერ ამ და სხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. ნატოს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ. დღეს ჩვენ ამ პროექტების განხორციელებაზე ვიმსჯელებთ. ქართული მხარე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებშია ჩართული უკანასკენლ დროს დაწყებულ სტრატეგიულ დისკუში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე. საქართველო როგორც ასპრეანტი ქვეყანა აქტიურად მონაწიელობს ნატოს სამხედრო მისიებში და გლობალური უსაფრთხხოების განმტკიცებაში ღირსეული წვლილი შეაქვს. საქართველო მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებას გააგრძელებს. რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ“,-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics