|
2016-09-07 14:02:42, 1350 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერის დადასტურებაა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი იმ მხარდაჭერის დადასტურებაა, რომელიც საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მხრიდან გააჩნია, - ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ამ წუთებში ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრებს ელოდებიან. ბაქრაძის განმარტებით, ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე პირველ რიგში ის კონკრეტული შედეგები განიხილება, რომელიც საქართველომ ვარშავის სამიტზე მიიღო. „ასევე თავდაცვის სისტემების გაძლიერებეის ის მექანიზმები განიხილება, რომლებიც ვარშავის სამიტზე შეთანხმდა და კომუნიკაციების მექანიზმები. მეორე, ეს არის საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება, რომელსაც ვახორციელებთ. საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატოს წევრობისთვის და ვიმსჯელებთ ამ ინსტრუმენტების შესრულების მიმდინარეობაზე. ნატოს გენერალურ მდივანს გავაცნობთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს. ნატო, საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მეტად ინფორმირმირებული იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)