|
2015-01-09 19:57:16, 3148 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: უნდა მოვახერხოთ, რომ რიგის სამიტისთვის, კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ
ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ რიგის სამიტისთვის, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება, კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლატვიაში სამუშაო ვიზიტის შეაჯამებისას განაცხადა. პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა კონფერენციაში - „ევროპის განვითარების წელი“ საქართველოს მონაწილეობას და ლატვიასთან ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების გააქტიურების შესახებ ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ლატვიის მთავრობისგან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ სამიტისთვის მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. არ მინდა, საზოგადოებაში შევქმნა წინასწარი მოლოდინები, მაგრამ რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ. დანარჩენი დამოკიდებული იქნება საერთო კონიუნქტურაზე, საქართველოსა და ევროპაში იმ დროისთვის არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)