09:48 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 14:10:47, 715 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ივანიშვილის პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე - „რესპუბლიკელები“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკურ პარტიასთან" დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, ის წუხს, რომ ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 2011-2012 წლებთან შედარებით სხვა პროექტი წარმოადგინა.

უსუფაშვილის განმარტებით, ამ სხვა პროექტში ივანიშვილის პოტენციური პარტნიორი უფრო "პატრიოტთა ალიანსია", ვიდრე "რესპუბლიკური პარტია" ან "თავისუფალი დემოკრატები".

"ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის კამპანიაშია ჩართული. კამპანიის დროს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვაკრიტიკებთ და ამ კრიტიკაში ჩვენს განზრახულობებსაც ვავლენთ ხოლმე. "რესპუბლიკელებს" ივანიშვილმა აღმოგვიჩინა ის პრობლემა, რომ თურმე ჩვენ ჭავჭავაძეს ცუდ კაცად ვთვლით. ვწუხვარ, რომ აქამდე დავიდა ეს კრიტიკა. ეს არაა კარგი. "რესპუბლიკელებმა" ვაკეთეთ რაც შეგვეძლო ქვეყნის სასიკეთოდ. ჩვენი არჩევანი უცვლელია. ვართ მზად, დემოკრატიულ, პროდასავლურ ძალებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის. თუ ივანიშვილი სხვანაირად უყურებს მოვლენებს, ეს მისი უფლებაა. ცუდია, რომ ის ჩვენი პროექტი, რომელიც გულისხმობდა კოალიცია "ქართული ოცნების" დემოკრატიული კუთხით გაძლიერებას, ამ პროექტზე მან უარი ტქვა. დანარჩენი არჩევნებზე გამოჩნდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics