09:48 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 13:34:47, 815 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: თუ ივანიშვილს გამბედაობა ეყოფა, უსუფაშვილთან დებატებში ისაუბროს „რესპუბლიკელებზე“

„დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს დებატებში გამოიწვევს და  თუ ივანიშვილს გამბედაობა ეყოფა, „რესპუბლიკურ პარტიაზე“ იქ ისაუბროს“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ შეფასებას.

როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „რესპუბლიკელებთან დაკავშირებით ექსპრემიერის განცხადებები შეცდომაა.

„ დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს დებატებში გამოიწვევს.  თუ ივანიშვილს გამბედაობა ეყოფა, დაჯდეს დებატებში და „რესპუბლიკურ პარტიაზე“ იქ ისაუბროს. ყოფილი პრემიერის გუშინდელი განცხადებები „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე შეცდომაა. ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება „ასავალ-დასავალის“ ჭორაობას აყოლილ ნათქვამს გავდა. მრავალგზის მაქვს ნათქვამი, რომ ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი ახალგაზრობის ლექსები-მეთქი. თუ ამას ვინმე ედავება, შეედაოს. მე მომწონს და მიყვარს ილია ჭავჭავაძე, როგორც ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი.  100 000-ჯერ უფრო დიდი ქართველი ილია, ვიდრე ზოგიერთს თავი რომ ჰგონია და მას თავს რომ უტოლებს.  ივანიშვილის განცხადებები არ არის სწორი და გულწრფელად ნათქვამი. ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი პარტია არის ერთადერთი. 8 ოქტომბერს არჩევნებია, ივანიშვილის აზრით, 1% ხომ გვაქვს რეიტინგი, რამდენჯერაც მეტს ავიღებთ, იმდენად დადასტურდება რისი ექსპერტია ივანიშვილი“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არასახელმწიფოებრივა მოაზროვნე პოლიტიკური სუბიექტია და მას ამომრჩეველტა 1% უჭერს მხარს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics