|
2016-09-06 12:33:01, 695 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ე.წ ახალი უბნის დასახლებაში, ილია თესბიტელის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამომრჩეველს შეხვდა. ,,ერთიანი, ძლიერი საქართველო ერთად შევქმნათ, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას“,- ამ სიტყვებით მიმართა გედევან ფოფხაძემ ილია თესბიტელის ტაძართან შეკრებილ მოსახლეობას. მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტს, დააფინანსოს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და შესაბამისად ის სოციალური პროექტები, რაც მოსახლეობისთვის ძალზედ საჭიროა. ,,ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები. ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებით ბორჯომი სრულყოფილად შეასრულებს საკურორტო ფუნქციას,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)