|
2016-09-06 12:08:18, 711 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებზე უნდა იმსჯელონ, ამ დრომდე არ დაწყებულა
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც 11:00 საათზე იყო ჩანიშნული ამ დრომდე არ დაწყებულა. სხდომაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე უნდა იმსჯელონ. როგორც „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, დეპუტატებს ჯერ კიდევ ელოდებიან. „ჯერ კიდევ ველოდები დეპუტატების მოსვლას. გვაქვს ინფორმაცია, რომ კვორუმი შედგება. „კონსერვატორებიდან“ უნდა მოვიდნენ, „ოცნებიდან“ 2 დეპუტატია მოსული, ადილზე ჩვენი პარტიის 3 წევრია, „მრეწველების“ 1 წარმომადგენელია. „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მოსულან. კვორუმის შესასვებად 1 ადამიანი გვაკლია. იმ შემთხვევაში თუ სხდომა არ შედგა, ეს არის საკუთარი მოვალეობისადმი უპასუისმგებლო მიდგომა“, - განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე უნდა იმსჯელოს. იურიდიულ საკითხთა კომოტეტი ნონა თოდუას, თამარ ლალიაშვილს და ლევან ბოძაშვილის მოუსმენს. სხდომა 11:00 საათზე იყო ჩანიშნული. თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო ის ჯერაც არ დაწყებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)