|
2016-09-06 12:04:31, 655 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საქართველო დემოკრატიზაციის გზაზე, რეგიონში მიღწევების მაგალითია
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უსუფაშვილის თქმით, დამტკიცდა, რომ არადემოკრატიული სისტემა საქართველოში დიდხანს ვერ გაძლებს. მისივე განცხადებით, საქართველო დემოკრატიულ გზაზე რეგიონში მიღწევების მაგალითია, თუმცა აზიის ქვეყნებთან შედარებით პრობლემები არსებობს. "საქართველოს დემოკრატია, არაა მხოლოდ ერთი მორიგი არჩევანი განვითარების სხვადასხვა გზებს შორის. დემოკრატია, ესაა განვითარების გზა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო, განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. საქართველოში დამტკიცდა, რომ არადემოკრატიული სისტემა დიდხანს ვერ გაძლებს და მას არ შეუძლია მოკლევადიანი შედეგები მოიტანოს. დემოკრატია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, სახელმწიფოს შიდა განვითარებისთვის. საქართველო ჯერ კიდევ არის რეგიონში დემოკრატიზაციის გზაზე მიღწევების მაგალითი, მაგრამ როგორც კი საქართველოს აზიის ქვეყნების კუთხიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც უნდა დავძლიოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)