13:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 11:38:14, 759 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიასთან "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან, "დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის, პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"დაუხარჯავი 22 მილიონი, თბილისის პრობლემების მოსაგვარებლად", "ჩვენც გვაქვს ჯანსაღი ცხოვრების უფლება", "მოვითხოვთ ავარიული კორპუსების რეაბილიტაციას", "არ გვინდა კონცერტი, დაგვიგეთ გზები, ჩვენც ადამიანები ვართ"; "გზებს მიხედე ნარმანია", - ამ ტრანსპარანტებით "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და აქციის მონაწილეები, თბილისის გარეუბნებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პარტიის წარმომადგენელი, კახა კუკავა აღნიშნავს, თბილისის მერს 22 მილიონი ლარი კაბინეტში გაუხარჯავი უდევს.

"აქ შეკრებილი ვართ "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები, გარეუბნებიდან, სადაც უფრო მწვავე არის კომუნალური პრობლემები. ჩვენ ვითხოვთ თბილისის მერიისგან, რომ თბილისის ბიუჯეტი დაიხარჯოს ამ პრობლემებზე. თბილისის მერს 22 მილიონი ლარი გაუხარჯავი უდევს. ნარმანია დღეს სპეციალურად გაიქცა, რომ აქციის მონაწილეებს არ შეხვედროდა და დასეირნობს ამჟამად ვარშავის ქუჩებში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომელიმე მოადგილესთან შეხვედრას", - განაცხადა კუკავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics