13:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 11:23:44, 1186 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა, თბილისში, ქ. თბილისის შემოსავლელი გზის 36 - ე კმ. „გაფორმების ეკონომიკური ზონის“  ტერიტორიაზე.

სერვის ცენტრი ძირითადად  სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.“თეგეტა მოტორსის“  ახალ სერვის  ცენტრში წარმოდგენილია: მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო,  აქვე გახლავთ შოურუმი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სატვირთო ავტომობილის საბურავების, აკუმულატორებისა და სხვა სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. ფილიალში ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ „ტაქს ფრის“ სერვისით, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ საინფორმაციო სამსახურში  226 44 44  ან 224 44 44  წინასწარი რეზერვაციის ან ნებისმიერი ინფორმაციისათვის.

 „თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვის ცენტრი გამოირჩევა მდებარეობით, ვინაიდან იგი გახლავთ „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანა იყრის თავს. ძირითადად ეს სატვირთო მანქანები არიან საერთაშორისო გადაზიდვებში მყოფი, როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო გადამზიდავები. რამოდენიმე დღიანი თუ კვირიანი მგზავრობის გამო, ხშირად გარკვეული პრობლემები ექმნება მანქანებს, ამიტომ მძღოლებისათვის მეტად კომფორტულია ამ ტერიტორიაზე ავტო სერვისის არსებობა.

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.  რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.  

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების  მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.  „თეგეტა მოტორსის“  სერვის ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც  თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში,რუხსში, გორსა და თელავში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics