|
2016-09-05 12:51:28, 1141 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი ხაინდრავას ფილმზე: დიდი დრო დასჭირდა გადაღებას და ჩვენება საარჩევნო პერიოდს დაემთხვა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატიას" ჩენება ახლა მიზანმიმართულად არ მიმდინარეობს. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, ფილმის გადაღებას დიდი დრო დასჭირდა და წინასაარჩევნო პერიოდს უბრალოდ დაემთხვა. ივანიშვილის შეფასებით, ფილმის ჩვენება უფრო ადრე რომ მომხდარიყო, უკეთესიც იქნებოდა: "რაც შეეხება ფილმს, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა, ეს დაიწყო ორწლინახევრის წინ, ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი. 9+1 ჩემი მოგნილი იყო სათაური და ხაინდარავამ ახალი სათაური გაუკეთა ფილმს- "ჰეროკრატია" .ნორმალურია.რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება ჩვენება, ამას ორი მიზეზი აქვს.ერთი ის, რომ დიდი დრო დაჭირდა ფილმის გადაღებას და დაემთხვა არჩევნებს. უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და რამე დამატებით კითხვებს იწვევს და რატომ? მე ვფიქრობ კარგია. უფრო ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლება უკეთესი იყო, რადგან არჩევნების ჩატარებაში მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს, რომ მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ. ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა, ჭყინტი, ერი. ამ ფილმის ყურების შემდეგ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიარ გაუჩნდებათ სურვილი, რომ მათ პასუხი აგებინონ, არავის პასუხი უგებინებია და ქუჩაში არაფერი მომხდარა. ისევ თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან სახიფათონი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)