08:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 12:12:38, 763 ნახვა

პოლიტიკა
გოგი მეშველიანი: მთის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია

 „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“  ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი  ამომრჩეველთა ინფორმირებას აგრძელებს.

 ამჯერად იგი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების- ხახალაჯვრის, წიფორისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდა. ბოლნისის მუიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ექვს სოფელს (დარბაზი, ხახალაჯვარი, ჭრეში, წიფორი, ბერთაკარი,ბალიჭი). მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და  განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. ამასთან, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რას ითვალისწინებს კანონი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ .

 „ჩვენი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე, რათა ადამიანებს შეუქმნათ უკეთესი პირობები. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ- ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის,მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ -ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა , რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას , ცხოვრების დონის ამაღლებას , დასაქმების ხელშეწყობას ,სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics