10:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 13:31:39, 1510 ნახვა

სამართალი
,,ირაკლი ალასანია–თავისუფალი დემოკრატები" დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

,,ირაკლი ალასანია–თავისუფალი დემოკრატები" დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, თავისი კოლეგების მხარდაჭერისა და მფარველობის იმედით მოქმედებდა:

"იგი დღემდე წარმატებით ემალება მართლმსაჯულებას. სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე ამ პოლიციელსა და მის მფარველებს ეგონათ, რომ მათი უკანონო  ქმედება საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ დემურ სტურუას თვითმკვლელობამ მთელი ჩვენი საზოგადოება შეძრა.  კიდევ ერთხელ გამომზეურდა სამართალდამცავ სისტემაში ფესვგადგმული სისასტიკე, კანონის აბუჩად აგდება და ადამიანის უფლებების ცინიკური ხელყოფა. დღეს კი ირკვევა, რომ დამნაშავემ და მისმა მფარველებმა ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა არ იკმარეს და გარდაცვლილის დედას ჯერ კიდევ შვილის დასაფლავებამდე შეუთვალეს, გაჩერებულიყო. დედის მიერ ამ უკანასკნელი ფაქტის პროკურატურისთვის შეტყობინების გამო პოლიციის შუამავლის როლის შემსრულებელი და დემურ სტურუას მეზობელი  მთვრალი მიუვარდა მგლოვიარე დასა და დედას და დაუცველ ქალებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ვხედავთ დანაშაულის ჩადენა უკვე საზოგადოების თვალწინ გრძელდება უტიფრად. საზოგადოებრივი ყურადღების მიუხედავად დამნაშავე დაუსჯელი რჩება, ხოლო უმწეო ადამიანები კვლავ სრულებით დაუცველნი არიან.თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა ღონე იხმარონ, რათა სამართალდამცავ სისტემაში აღმოფხვრან სისტემური დანაშაულის ნიშნები,დაიცვან სტურუების ოჯახი და ქმედითი ნაბიჯები გადადგან არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად",-აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics