06:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 14:56:37, 593 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: გაუგონარია, თან პარტიაში გინდოდეს და თან მის გადაწყვეტილებას ემიჯნებოდე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, მცხეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარტიის წინააღმდეგ წასვლაა და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მცხეთაში მაჟორიტარ კანდიდატად დიმიტრი ხუნდაძეს აყენებს და მხარს სწორედ მას ვუჭერთ. თუ პარტიის წევრი საკრებულოშია და ის პარტიულ გადაწყევტილებას ემიჯნება, ეს პარტიის წინააღმდეგ წასვლაა, რასაც პოლიტსაბჭოსგან შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დატოვო პარტია. გაუგონარია, რომ თან სახელისუფლებო გუნდში იყო და თან გუნდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდიოდე. მათ ეს უნდა ესმოდეთ. ამაზე რეაგირება იქნება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პარტიის, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მცხეთაში საგანგებო ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე ქალაქის საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან, თუმცა განმარტავენ, რომ მხოლოდ პიროვნულად მას და არა „ქართულ ოცნებას“.

როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, მათ გადაწყვიტეს ცეზარ ჩოჩელს დაუჭირონ მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics