06:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 14:26:11, 748 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: „იმედის“ გამოკითხვის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი გამოკითხვა 8 ოქტომებრს იქნება.

„გამოკითხვევით უკვე რაღაც მანიპულაციები ხდება. მთავარი გამოკითხვა 8 ოქტომბერს მოხდება ჩვენი გაერთიანების რეიტინგი გაცილებით მეტია და საზოგადოებაში გაცილებით დიდი მხარდაჭერა გვაქვს. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ გამოკითხვას, ვფიქრობ, რომ ეს შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სხვადასხვა გამოკითხვებში აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. ყველა გამოკითხვა რაღაც მიზანს ემსახურება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გამოკითხვა 8 ოქტომბერს ჩატარდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგასენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% არჩევნებზე მისვლას აპირებს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი 16%.

"თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% პროცენტი უჭერს.

გამოკითხვის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პლატფორმას, მხარს 3% უჭერს, "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics