06:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 19:56:30, 673 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი

სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირ შეხვედრას და მით უმეტეს ოფიციალურ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. 

​"სომხეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეზობელი, მეგობარი ქვეყანა და ამ მიმართულებით არანაირი რისკები არ არსებობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics