|
2016-09-02 14:01:19, 622 ნახვა
საზოგადოება
საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე მერიაში შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერმა დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები წარუდგინა, რის შემდეგაც, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას არსებული მდგომარეობის, ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ურბანული მობილობის სტრატეგიის, ასევე, საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 5 პუნქტიანი სქემის მიმართულებებია: ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეგულაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ცნობიერების ამაღლება. სქემა ეყრდნობა თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომელიც შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, ასევე, განსაზღვრავს იმ მიდგომებსა და პრიორიტეტებს რომელიც მოიცავს მულტიმოდელურ და ინტეგრირებულ მიდგომას და ხორციელდება ეტაპობრივად, 2015-2030 წლებში. ეტაპები დაყოფილია მოკლევადიან (2016-2017), საშუალოვადიან (2018-2021) და გრძელვადიან (2021-2030) ფაზებად. საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემა არის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017), რომელმაც უნდა უპასუხოს თბილისში საცობების კუთხით არსებულ გამოწვევებს. თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, ძირითადად, ფოკუსირებულია ეკოლოგიურად სუფთა და დაბალი ემისიის მქონე სატრანსპორტო სისტემაზე, რომელზეც გადაეწყობა თბილისის ურბანული მობილობა და შეიქმნება ეფექტური, ინოვაციური, უსაფრთხო, ფინანსურად მდგრადი მოდელი. ირაკლი ლექვინაძემ პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა საცობების გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მათ შორის, საცობებისგან განტვირთვის მიზნით ხაზი გაესვა პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ გზას, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეა. ბარათაშვილისა და გულიას ხიდების რეაბილიტაციას, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქციას. ასევე, სააკაძის მოედანზე ნაკადების ორგანიზების მიზნით ახალი პროექტის განხორციელებას - შუქნიშნების დაყენებას. დარგის სპეციალისტებმა დედაქალაქის მთავრობას ახალი ინიციატივებიც წარუდგინეს. "სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის ავტობუსებს, მეტროსა და საბაგიროს. მიმდინარე თვიდან თბილისში ეტაპობრივად 143 ახალი, ევროსტანდარტებზე მორგებული და ადაპტირებული ავტობუსები შემოვა, უკვე დასრულდა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია და მეტროს 4 ვაგონის მოდერნიზაცია, 8 ვაგონის კაპიტალური შეკეთება",-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. (NS)
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)