|
2016-09-01 18:33:22, 687 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა თავისუფლება ვერ ისწავლეს
"რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ივანიშვილმა ლევან მურუსიძის მეშვეობით, უმაღლესი სასამართლო თავის კონტროლ ქვეშ მოაქცია: "კუბლაშვილის გვარი შემთხვევით არ მიხსენებია. ერთი ძმა "გირჩის" უფროსია და მეორე ძმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ბიძინა ივანიშვილმა კუბლაშვილის ხელდებულ მურუსიძეს ჩაუგდო ხელში სასამართლო, უმაღლესი სასამართლო. ივანიშვილი არის პატრონი მურუსიძის. ამიტომ, ივანიშვილისთვის მისაღებია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლ ქვეშ რომ იყო სასამართლო, ახლა იყოს მისი კონტროლის ქვეშ, ამიტომ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისუფლდება სააკაშვილის კონტროლისგან, მაგრამ ის თავისუფალი კიარ ხდება, ის ერთის ყმობიდან გადადის მეორეს ყმობაში. თავისუფლება არის თავისუფლება სახელისუფლებო შტოებისგან ფორმალური და არაფორმალური მმართველებისგან, სააკაშვილის ყმობიდან ივანიშვილის ყმობაში გადასული სასამართლო, არ არის თავისუფალი სასამართლო. სამწუხაროდ, ივანიშვილმა ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, ზოგი რამ კი ისწავლა, მაგრამ ეს ვერ ისწავლა, თავისუფლება ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა ვერ ისწავლეს. ამიტომაც არის, რომ დღესაც ცდილობენ, ორ ფერში მტრის ხატზე ააგონ ქართული პოლიტიკა. ეს არ გამოვა. ისინი ამბობენ, რომ იქნება ბევრი "ქართული ოცნება" და ცოტა "ნაციონალური მოძრაობა". მე ვეუბნები-იქნება "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ნახევარი, ან ნახევარზე ნაკლები, მეორე ნახევარი ვიქნებით ჩვენ, "რესპუბლიკელები", იქნებიან "თავისუფალი დემოკრატები", სხვა პოლიტიკური პარტიები, ზოგი მომწონს და ზოგი-არა",-განუცხადა დავით ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, მოსამართლეებს შორის დაპირისპირება ცუდი ფაქტია, თუმცა, ყოფილი პრემიერი ირწუნება, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია. რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი თავმჯდომარის განცხადებებს მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლასთან დაკავშირებით, ივანიშვილი ღრმა ანალიზის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც იქნა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას თავს აღწევს, რაც ბევრს არ მოსწონს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)