|
2016-09-01 16:31:29, 610 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო მინისტრი სრულ მხარდაჭერას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის მიმართ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ–მინისტრს მადლობას უხდის თბილისში ვიზიტის დროს გამოჩენილი მასპინძლობისთვის, რასაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამოხატულებად აფასებს. გიორგი კვირიკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს ორმხრივი ეკონომიკური ინიციატივების წარმატებას და აცხადებს, რომ მიმდინარეობს მზადება 2017 წელს გერმანია-საქართველოს წლის აღსანიშნავად და 2018 წელს დაგეგმილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამოთქვამს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის მიმართ, რაც მისივე თქმით, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობასა და სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობაში კონსტრუქციულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. „მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი თბილისში ვიზიტის დროს თქვენ მიერ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და უშუალო და ხანგრძლივი საუბრისათვის. ეს ვიზიტი ჩემთვის იყო გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამოხატულება და ასევე ფრიად საინტერესო პირადი თვალსაზრისითაც. ძალიან მიხარია ორმხრივი ეკონომიკური ინიციატივების წარმატება და ის ფაქტი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება 2017 წელს გერმანია-საქართველოს წლის აღსანიშნავად და 2018 წელს დაგეგმილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. აღნიშნული ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოებს გერმანელ და ქართველ ხალხს და გააღრმავებს კულტურულ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის. ვაფასებ თქვენს საგარეო პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობასა და იმ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, რომელსაც სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობაში იჩენთ. ყველანაირად ვეცდებით, მხარი დავუჭიროთ აღნიშნულ კურსს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტების განხორციელებით. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ და მაქსიმალურად დავუჭერ მხარს - როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშირში - საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებას,"–ნათქვამია შტაინმაიერის წერილში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)