|
2016-09-01 14:58:06, 692 ნახვა
საზოგადოება
გეოგრაფიული ობიექტებისთვის სამისამართო ნუმერაციის მინიჭებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო რეესტრი განახორციელებს
გეოგრაფიული ობიექტებისთვის სამისამართო ნუმერაციის მინიჭებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილება ძალაში დღეიდან შევა. ამ დრომდე საჯარო რეესტრი, კანონის შესაბამისად, მხოლოდ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციას ახორციელებდა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ამ ფუნქციას ადგილობრივი თვითმმართველობები ასრულებდნენ. ცვლილების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნუმერაციის პროცესი ერთიან სამართლებრივ ჭრილში მოექცევა, ერთიანი გახდება ნუმერაციის მინიჭების წესი და მისამართის სტანდარტი, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი შეცდომები, რაც საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში მოწესრიგებული და ზუსტი სამისამართო ბაზის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ახალი ფუნქცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ნუმერაციის კუთხით არსებული ყველაზე პრობლემური ადგილების გაანალიზებასა და ამ ადგილებში ნუმერაციის მინიჭების, კორექტირებისა თუ შეცვლის სისტემურად, სწრაფი ტემპით განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ მისამართების რეესტრში შესრულებული ყველა ცვლილება ავტომატურად აისახება უძრავი ქონების რეესტრშიც და ნებისმიერი შემდგომი ტრანზაქციისას მოქალაქეს მონაცემებში ახალი, კორექტირებული მისამართი ექნება, რაც მათთვის მომსახურების ვადებსაც შეამცირებს. საჯარო რეესტრს მისამართების რეესტრის ფუნქცია 2011 წლიდან გადაეცა. საწყის ეტაპზე იგი გეოგრაფიული ობიექტების, მათი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართებას, ერთიანი სამისამართო რეესტრის შექმნასა და წარმოებას წარმოადგენდა. 2012 წლიდან საჯარო რეესტრს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში შემავალ გეოგრაფიულ ობიექტებზე ნუმერაციის წარმოება, 2013 წლის სექტემბრიდან კი დედაქალაქში მისამართების სისტემური ნუმერაცია და არასწორი მისამართების კორექტირებაც დაევალა. ამ დროიდან საჯარო რეესტრის მიერ შემუშავებული სისტემით მისამართი არაერთ უმისამართო და დაუნომრავ უძრავ ქონებას მიენიჭა, ათასობით მოქალაქემ შეძლო პირადობის მოწმობის და სხვა დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)