11:05 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 12:15:02, 1679 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი სამხედროების დაკარგვის გამო, მთელ საქართველოს უსამძიმრებს

საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის  ახალი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში მიმდინარე პირველ გადაცემაში საუბარი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახისთვის მისამძიმრებით დაიწყო.

ივანიშვილმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და სამხედროების ოჯახის წევრებს  თანადგომა გამოუცხადა:

"მინდა, თავდაცვის სამინისტროს, მთელ საქართველოს  მივუსამძიმრო მომხდარის გამო. პირველ რიგში კი, თანადგომა გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

გონიოში დღეს  დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია დღეს  გაიმართება. უწყებაში განმარტავენ, რომ  შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია საბოლოოდ არ ჩერებულა.

მათი განცხადებით,  ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა მიიღო, თუმცა ქართული მხარე ძებნას კვლავ აგრძელებს.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.

გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics