|
2016-09-01 11:46:39, 745 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე კენჭისყრა 5 სექტემბერს შედგება
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, კლოდ მორაესმა „მოამბის"კორესპონდენტს ბრიუსელში, ქეთევან ქარდავას განუცხადა. როგორც მორაესმა აღნიშნა, ანგარიშის ავტორი და მომხსენებელი მარია გაბრიელია. “ანგარიშს კენჭისყრაზე მომავალ კვირას გავიტანთ. ანგარიშის ავტორია გამოცდილი მომხსენებელი მარია გაბრიელი. კენჭისყრა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეეხება. კენჭისყრის შედეგებზე პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, თუმცა მსურს, როგორც კომიტეტის თვამჯდომარემ აღვნიშნო, რომ ამ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში დადებითი დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გქვონდა ქართულ დელეგაციასთან. აქედან გამომდინარე, ველოდები კენჭისყრის პოზიტიურ შედეგებს, თუმც აკიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანამდვილებით დღეს ამის თქმა არ შემიძლია”, -განაცხადა კლოდ მორაესმა. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ ვიზალიბერალზიაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, საკითხს პლენარულ სესიაზე გაიტანენ. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს სავარაუდოდ ოქტომბერში უყრიან კენჭს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)