|
2016-08-31 19:44:38, 721 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში. გიორგი კვირიკაშვილმა და მიხაილ რუსიმ ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ბელარუსის ბაზარზე ქართული მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს, რომლის რიგით მესამე სხდომა, ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო–ბელარუსის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო განამტკიცებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნულ გამოფენას, რომელიც ხვალ გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველო–ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)