11:05 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 17:20:55, 1221 ნახვა

საზოგადოება
სამი პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წინააღმდეგია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ chemikhma.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სამი პოლიტიკური პარტია, "რესპუბლიკური პარტია", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "გირჩი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წინააღმდეგნი არიან.

ამავე კითხვარის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას მხარს უჭერს "ეროვნული ფორუმი", მათი თქმით, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ ტრადიციული (მართლმადიდებლური, ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის) რელიგიური გაერთიანებები. მომხრეა "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატების" პოზიციით, დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია. მომხრეები არიან ასევე "თავისუფალი დემოკრატები" და "მრეწველები".

კითხვაზე, უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? ეროვნული ფორუმის პოზიციაა- დიახ, ენმ-ის პასუხია  – დიახ, თავსიუფალი დემოკრატების პოზიციაა – დიახ, მრეწველების პოზიციაა – დიახ,  ბურჯანაძის პოზიციია – დიახ,  გირჩის პოზიციაა – არა და რესპუბლიკელების პოზიციაა – არა.

​ცნობისთვის, Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics