11:05 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 17:16:51, 850 ნახვა

საზოგადოება
ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ქორწინებას მხარს ორი პარტია უჭერს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ chemikhma.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქორწინების თანასწორობას მხარს ორი პოლიტიკური პარტია, “რესპულიკური პარტია” და “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის გირჩი” უჭერენ.

კითხვაზე, “დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება”, ცალსახად მხარდამჭერი პასუხი დააფიქსირა “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის გირჩმა”, ხოლო რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს ქორწინებას, თუმცა მიაჩნია, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის/აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

ქორწინების თანასწორობის წინააღმდეგნი არიან “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”, “ეროვნული ფორუმი”, “მრეწველობა გადარჩენს საქართველოს”.

კითხვარის მიხედვით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” განაცხადეს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, შესაძლოა უფლება ჰქონდეთ, რომ ისარგებლონ სამოქალაქო პარტნიორობით, მაგრამ ამ ურთიერთობას არ უნდა ეწოდოს ქორწინება/ოჯახი.

ცნობისთვის, Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics