|
2016-08-31 15:40:37, 755 ნახვა
საზოგადოება
SAATBAU სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მარცვლოვანი კულტურების ახალი ჯიშების თესლს გადასცემს
მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია SAATBAU სოფლის მეურნელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გამოსაცდელად მარცვლეული კულტურების ახალ ჯიშებს გადასცემს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების დეტალები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ავსტრიული კომპანიის SAATBAU დირექტორმა, კარლ ფიშერმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ჯიშთა გამოცდას და პირველად მეთესლეობას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. აქედან გამომდინარე, მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიასთან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რამდენიმე წელია თანამსრომლობს. უკვე მესამე წელია, საქართველოს მასშტაბით ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე SAATBAU-ს მარცვლოვანი ჯიშების, კერძოდ თავთავიანი კულტურების (ხორბლის რამოდენიმე ჯიში, ქერი, შვრია) გამოცდა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მხარეებმა უკვე გადმოცემული ჯიშების (რბილი ხორბლის 8 ჯიში, ჭვავის -1 ჯიში და ქერის - 1 ჯიში) გამოცდით მიღებული შედეგები განიხილეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებს მიმდინარე კვლევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე სამეცნიერო მიმართულებით და ჯიშთა გამოცდის კუთხით თანამშრომლობის ახალი მიმართულებები გამოიკვეთა. ავსტრიული კომპანიის ხელმძღვანელმა ცენტრის თანამშრომლებს გააცნო მარცვლოვანი კულტურების ის ახალი ჯიშები, რომლებსაც სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გამოცდის მიზნით სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადასცემს. აღნიშნული ჯიშების გამოცდას პირველადი მეთესლეობის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ავსტრიული კომპანია SAATBAU მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრის მმართველობაში არსებულ შპს „მარცველულის ლოჯისტიკის კომპანიასთან“ და თანამშრომლობის ფარგლებში, ჯიშთა გამოცდის მიზნით, მარცვლეულ კულტურებს - ხორბლის, ქერის, ჭვავის, მზესუმზირის, კარტოფილის, სოსიოს და სიმინდის თესლებს გადასცემს. „კომპანია SAATBAU საქართველოში 2012 წლიდან, კომპანია „ნობლექსის“ დახმარებით ოპერირებს. სათესლე მასალის გამრავლების პირველი შედეგი უკვე სახეზეა - წელს საქართველოში ხორბლის ორი ჯიშის გამრავლება გახდა შესაძლებელი. დღეს მირწეული შეთანხმების თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომანიას“ საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში გამოსაცდელად სხვა ახალ კულტურებსაც შევთავაზებთ“,- განაცხადა კომპანია “SAATBAU”-ს დირექტორმა, კარლ ფიშერმა. სამეცნიერო-კველვით ცენტრში გამართულ შეხვედრას შპს „მარცველული ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორი გიორგი ღუღუნიშვილი და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია SAATBAU-ს დირექტორმა, კარლ ფიშერმა დედოფლისწყაროს რაიონში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერა და არსებული ჯიშების გამოცდის პროცესს ადგილზე გაეცნო. სტუმარი ჯიღაურაში ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ცენტრშიც იმყოფებოდა და სოფელ წილკანის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის საკვლევი სადემონსტრაციო ბაზაც დაათვალიერა.
(NS)
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)