|
2016-08-31 14:18:49, 546 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება
დღეიდან 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება. ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა, ზაალ კაპანაძემ და გიორგი ბუთხუზმა, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ. ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 17 წლის წინ, 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. „დღეს პირველად ვზეიმობთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს. 17 წელია უკვე ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად ასრულებენ სხვადასხვა საერთაშორისო მისიას ნატოს თუ ევროკავშირის ეგიდით. მე ახლახანს ჩამოვედი ავღანეთიდან, სადაც ვნახე მათი პროფესიონალიზმი, მათი საერთაშორისო აღიარება. საქართველოში თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი ასრულებენ ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციას. ეს არის დიდი ნდობის გამოხატულება, მათი დიდი პროფესიონალიზმის აღიარება. ეს მე, როგორც ამ ბიჭების ერთ-ერთ რიგით თანამებრძოლს, მახარებს და მეამაყება. ალბათ, თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან საამაყოა“, - განაცხადა ლევან იზორიამ. დღესვე იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეხვედრა იმ ქართველ სამშვიდობოებთან, რომლებმაც პირველად შეასრულეს საერთაშორისო მისია კოსოვოში. „ამ დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ის ოცეული მოვიწვიეთ, რომელმაც პირველი საერთაშორისო მისია კოსოვოში განახორციელა. ეს იყო 17 წლის წინ. მინდა, პირველ რიგში, სწორედ მათ გადავუხადო მადლობა და მათი სახით ყველა იმ ჯარისკაცს, ვინც მონაწილეობდა ამ საპასუხისმგებლო მისიაში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ასრულებს. ერთი ქართველი ოფიცერი კი, მალიში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია ჩართული.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)