09:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 23:53:14, 989 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მელია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საფრანგეთში მიმდინარე ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ქართველი გიორგი მელია გახდა.

გიორგი მელიამ 96 კგ. წონით კატეგორიაში პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი დამიან ევუ ანგარიშით 4:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში იაპონელ იუტა ნარას ეჭიდავა, რომელსაც 7:1 სძლია.

ნახევარფინალში მელია ამერიკელი ტრეისი ჰენკოკს შეხვდა. მძიმე ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ამერიკელი მეტოქე ანგარიშით 12:8 დაამარცხა.

ფინალში ქართველმა ფალავანმა ბელარუსი სიჩევი მინიმალური ანარიშით 4:3 დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics