|
2016-08-30 13:34:01, 562 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას
დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ საქართველოს ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ განმარტა, ევროპელი „სოციალისტების“ პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე. ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „სოციალისტებსა და დემოკრატებს” მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში”, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, კნუტ ფლეკენშტეინს ექნება შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართოს და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას დააკვირდეს. „როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოში ყველას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ გარემოში, თავისუფალ გარემოში ყველანაირი ზეწოლის, ყველანაირი ხელშეშლის გარეშე. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კნუტ ფლეკენშტაინს”, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)